კომპანიის ისტორია
SilkAesthetics დაარსდა 2022 წელს, როგორც SilkAccess-ის შვილობილი კომპანია. მისი მიზანია ესთეტიკური მედიცინის სფეროში უმაღლესი ხარისხის პროდუქციისა და პროფესიული სერვისების მიწოდება საქართველოს ბაზარზე.
კომპანია წარმოადგენს ქართულ-ჩინურ ერთობლივ საწარმოს, თუმცა პროდუქციის იმპორტს ვახორციელებთ არა მხოლოდ ჩინეთიდან, არამედ ესპანეთიდან და დიდი ბრიტანეთიდანაც — უშუალოდ მწარმოებლებისგან, სერთიფიცირებული და მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ქარხნებიდან.

სოფო ტყეშელაშვილი
- უმაღლესი ხარისხის პროდუქციის იმპორტს საერთაშორისო პირველწყაროებიდან
- პროფესიულ ტრენინგებს აპარატურისა და პრეპარატების სწორ გამოყენებაზე
- პროდუქციის მონტაჟსა და საგარანტიო მომსახურებას
კვლევა და სტანდარტები
2022 წლის ნოემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ჩინეთში მოქმედებს 172 ლიცენზირებული ესთეტიკური საწარმო. მათგან მხოლოდ 78 აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და ფლობს შესაბამის სერთიფიკატებს.
ჩვენმა გუნდმა დეტალურად შეისწავლა არსებული ბაზარი და ჩვენს ვებგვერდზე წარმოგიდგენთ 10 საუკეთესო მწარმოებლის პროდუქტებს, რომლებიც გამოირჩევა ხარისხით, უსაფრთხოებითა და ეფექტურობით.
თუ ჩვენს კატალოგში ვერ იპოვით თქვენთვის სასურველ პროდუქტს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ — ჩვენი გუნდი აუცილებლად მოიძიებს თქვენთვის ოპტიმალურ გადაწყვეტას.
ჩვენთან თანამშრომლობა მარტივია




English
Русский