ნებისმიერი კლასის სალონი უზრუნველყოფილი უნდა იყოს მოხმარების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების სანიტარიულ-ჰიგიენური და ტექნოლოგიური მოთხოვნების შესაბამისად. ბუნებრივია, ისმება კითხვა: სრულდება თუ არა ეს სტანდარტი? როგორ ემსახურებიან კლიენტებს, დაცულია თუ არა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები? როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან სილამაზის სალონში ვირუსული დაავადებებით, მათ შორის, შიდსით, C ჰეპატიტით დაინფიცირების საფრთხეები .
გვაქვს თუ არა მიზეზი, გვეშინოდეს სალონებში ვიზიტის ?
თბილისში დღესდღეობით, 2 ათასზე მეტი სილამაზის სალონია. გარდა რამდენიმე სალონისა, სადაც ხელსაწყოების სრულფასოვანი სტერილიზაციისათვის საჭირო დანადგარები აქვთ. უმრავლესობა, ძირითადად, მხოლოდ ჰიგიენის ელემენტარულ ნორმებს იცავს. სახელმწიფოში არ არსებობს სამსახური, რომელიც კოსმეტოლოგიური დაწესებულებების ჰიგიენურ ნორმებს ამოწმებს. მომხმარებლის უსაფრთხოება მხოლოდ სალონის მომსახურე პერსონალის სინდისიერებასა და თავად მომხმარებლის “ფხიზელ თვალზეა” დამოკიდებული. თუმცა, დისკომფორტს მსგავსი სიფხიზლეც ქმნის, რადგან თუ სალონში ჰიგიენური ნორმებით დაინტერესდები, ჩათვლიან, რომ პრეტენზიული და ინტრიგანი მომხმარებელი ხარ. ამის გამო, შესაძლებელია, სალონი მომსახურების გარეშეც კი დაგატოვებინონ… ვეცადეთ, გაგვერკვია, გვაქვს თუ არა მიზეზი, გვეშინოდეს სალონებში ვიზიტის. შესაძლებელია თუ არა, ჩვენს ლამაზ ფრჩხილს, წარბს ან ტატუს თან “საჩუქრად” აივ ან ჰეპატიტების ვირუსი მოჰყვეს.
ზოგიერთი სალონის მფლობელის განცხადებით, მათ აქვთ სტერილიზაციის აპარატები, თუმცა მშრალი სტერილიზაცია (სუხაჟარი ) ბოლომდე არ ანადგურებს ვირუს .
აივ–ისგან განსხვავებით, ჰეპატიტების ვირუსი, როგორც წესი, ბევრად უფრო ძლიერია. ჰეპატიტების გავრცელების რისკის თავიდან ასაცილებლად მხოლოდ დეზინფექცია,მშრალი სტერილიზაცია შესაძლოა, საკმარისი არ იყოს. მათი გადაცემის რისკი უფრო მაღალია, ვიდრე აივ–ის.ტერმინები განვმარტოთ სწორად, რადგან არა მხოლოდ საზოგადოება, ზოგჯერ სამედიცინო პერსონალიც კი არასწორად იყენებს ტერმინებს – შიდსი და აივ–ინფექცია. შიდსი, ეს არის დაავადების ბოლო სტადია, როცა პაციენტს დაავადება უკვე კლინიკურად უვლინდება. აივ–ინფექცია ერთი ადამიანისგან მეორეს გადაეცემა და ორგანიზმში მოხვდება, იწვევს შიდსის დაავადებას.აივ–ინფექცია გადაეცემა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სისხლი ჭრილობის შიგნით მოხვდება
100 % სტერილიზაციისთვის საჭიროა სპეციალური ხსნარები. პირველი ეტაპისთვის აუცილებელია ინსტრუმენტების გარეცხვა, შემდეგ მათი გაშრობა და გარკვეული დროით სპეციალურ ხსნარში ჩადება. შემდეგ ისევ ირეცხება და ავტოკლავში სტელირდება. ეს არის სპეციალური, მსოფლიოში აღიარებული დანადგარი, რომელიც ორთქლის საშუალებით კლავს გადამდებ დაავადებებს. ზოგადად, უბრალოდ გაცხელებით (რაც ხშირად გვხდება სხვადასხვა სალონებში „სუხაჟარი“), ბაქტერიები უფრო აქტიურდებიან. სწორედ ამიტომ, ავტოკლავით სტერილიზაცია არის ყველაზე უსაფრთხო და მსოფლიოში აღიარებული მეთოდი.
სპეციალისტები გვაფრთხილებენ:
განსაკუთრებული სიფრთხილით აარჩიეთ სალონი, გახსოვდეთ, რომ მომსახურების მაღალი ფასი უსაფრთხოების გარანტია არ არის. მთავარი კრიტერიუმი ამ შემთხვევაში ინვენტარის დამუშავების ხარისხია. დაინტერესდით, რა მეთოდით ხდება ინსტრუმენტების სტერილიზაცია და არსებობს თუ არა სალონში “ავტოკლავი” – სპეციალური ხელსაწყო ინვენტარის თერმული დამუშავებისთვის. მიმართეთ გამოცდილ ოსტატებს.
სამედიცინო, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში დეზინფექციისა და სტერილიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ