ლაზერული ეპილაციის აპარატი
ლაზერული ეპილაციის აპარატი თანამედროვე ესთეტიკის ცენტრისთვის
ლაზერული ეპილაცია ის სერვისია, რომელსაც თანამედროვე ესთეტიკის ცენტრი სთავაზობს მომხმარებელს. მომსახურებაზე მოთხოვნა მაღალია და შესაბამისად, კონკურენციაც საკმაოდ დიდია. თუმცა, ლოიალური მომხმარებლების შენარჩუნებას მხოლოდ ის ცენტრები ახერხებენ, რომლებიც კლიენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. მაღალი ხარისსხის მომსახურება გულისხმობს მაღალკვალიფიციურ ლაზეროთერაპევტს, რომელიც უნდა იყოს სერტიფიცირებული და მაღალი ხარისხის, სანდო ბრენდის აპარატს. სწორედ ამ ორი კრიტერიუმის ერთობლიობით მიიღება სასურველი შედეგი.
მაღალი ხარისხის ლაზერული ეპილაციის აპარატი კი არაერთი კრიტერიუმით განისაზღვრება. დღეს საზოგადოებაში მიღებულია მცდარი მოსაზრება, რომ სამსხივიანი აპარატი არის ყველაზე ეფექტური. რეალურად კი მხოლოდ სხივების რაოდენობით ხარისხის განსაზღვრა წარმოუდგენელია.
ახლა გთავაზობთ სწორედ იმ კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც ესთეტი
კის ცენტრებმა, რომლებსაც წარმატების მიღწევა სურთ, ლაზერული ეპილაციის აპარატი უნდა შეარჩიონ.
სხივების რაოდენობა
სხვადასხვა ტიპის ლაზერულ სხივს შორის განსხვავება არის სხივის სიგრძე. იაგის სხივი არის ყველაზე გრძელი და მისი სიგრძე 1060-1064 ნანომეტრია. ის განსაკუთრებით ეფექტურია მუქი შეფერილობის კანზე. დიოდი არის 805-810 ნანომეტრი სიგრძის სხივი რომელიც უნივერსალურია და მორგებულია ყველა ტიპის კანზე. ალექსანდრიტის სხივი კი 755 ნანომეტრი სიგრძისაა და მას განსაკუთრებით ღია შეფერილობის კანზე გამოიყენებენ. ის უფრო ეფექტურია, როდესაც ღია კანსა და მუქი ფერის თმასთან გვაქვს საქმე.
საქართველოში უმეტესად მე-3-მე-4 ტიპის კანი გვხვდება, სადაც კანიცა და თმაც ნაკლებად მუქია. სწორედ ამიტომ ქართველებისთვის ეფექტურია დიოდი ან რამდენიმე სხივიანი ეპილაცია, რომელიც შეიცავს დიოდსაც. ესთეტიკურმა ცენტრებმაც სწორედ ასეთი აპარატები უნდა შეარჩიონ
ლაზერული ეპილაციის აპარატი აუცილებლად ოფიციალური დისტრიბუტორისგან შეიძინეთ. ამ შემთხვევაში თქვენ დაცული ხართ ყოველგვარი მოულოდნელობისა ან პრობლემისგან. მხოლოდ სანდო და ხარისხიან ბრენდებს ჰყავთ ოფიციალური წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყანაში, რადგან მათთვის ხარისხი მთავარი პრიორიტეტია და აპარატის გაყიდვის შემდეგაც ზრუნავენ საკუთარ მომხმარებლებზე.
ლაზერული ეპილაციის აპარატი აუცილებლად გარანტიით უნდა იყიდოთ (ქვეყნის შიგნით და ასევე ქვეყნის გარეთ)
ლაზერული ეპილაციის აპარატი აუცილებლად მაღალ ენერგიაზე უნდა მუშაობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებლები სასურველ შედეგს ვერ მიიღებენ და არასასურველი თმა არ გაქრება. მეორე მხრივ კი, დაბლი ენერგიით გაკეთებული ეპილაციის დროს ძალიან ხშირია თმის ჩაბრუნება, ფოლიკულის დაზიანება და არა განადგურება,ასევე აპარატი მალე ფუჭდება .ამიტომ დაბალ ენერგიაზე მომუშავე ლაზერული ეპილაციის აპარატით ლოიალური მომხმარებლების შენარჩუნება გაგიჭირდებათ , ისევე როგორც მუშაობა.
კანის დაცვის ტექნოლოგია
სასურველია, თქვენ მიერ შერჩეულ აპარატს ჰქონდეს ოთხკუთხედი გასროლის არე. მრგვალი გასროლის არის შემთხვევაში კანის ზედაპირზე მუშაობის დროს ან უნდა გადაფარო ზონა, ან უნდა გამოტოვო. კვადრატების შემთხვევაში კი არც ზონის გამოტოვება ხდება და არც გადაფარვა, რაც ბევრად უსაფრთხოა. მეორე მხრივ, მრგვალი გასროლის არე მაქსიმალურ ენერგიას აღწევს კენწეროში, რაც საკმაოდ პატარა ზომისაა. კვადრატის შემთხვევაში ის განლაგებულია ზედაპირზე, შესაბამისად, ზომის მოცულობა არ იკარგება. სწორედ ამიტომ მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და კანის დასაცავად შეარჩიეთ აპარატი, რომელსაც ოთხკუთხედი გასროლის არე აქვს.
ალექსანდრიტი თუ დიოდი?
იქნებ სამსხივიანი ან ელექტრო ეპილაცია? რა განსხვავებაა ლაზერული ეპილაციის სხვადასხვა ტიპებს შორის და როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვენთვის ყველაზე ეფექტური?
რა პრინციპით მოქმედებს სხვადასხვა ტიპის ლაზერული ეპილაცია?
ლაზერული ეპილაციის სხვადასხვა ტიპი ერთი პრინციპით მოქმედებს. მათ შორის სხვაობა არის სხივების სიგრძე. ეპილაციის შედეგად, კაპილარი, რომელიც თმის ფოლიკულს სისხლით ამარაგებს ანუ კვებავს, უნდა გაქრეს. კაპილარს აქვს გარკვეული ფერი იმიტომ, რომ მასში სისხლი გადის. ლაზერული სხივი სწორედ ამ ფერის საშუალებით პოულობს კაპილარს, ახურებს მას და შედეგად კაპილარი განიცდის ინვოლუციას ანუ მოკვდინებას. ის ფიბროზდება და აღარ არის აქტიური. შესაბამისად, ფოლიკულსაც უწყდება კვება.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, ფოლიკული აღიდგენს სისხლით მომარაგებას, მაგრამ ის აღარ არის წინანდელივით ძლიერი. ყოველი შემდგომი პროცედურის შემდეგ ფოლიკული უფრო სუსტდება და აღდგენის უნარს კარგავს.
ცუდ და სუსტ აპარატებს ახასიათებს, რომ მისი სხივი საკმარისად ვერ აცხელებს ფოლიკულის ძირს და კაპილარს და მოკვდინების ნაცვლად ახდენს მის დაზიანებას. დაზიანებული ფოლიკული კი ორმაგი ძალით იწყებს რეგენერაციას და უფრო მეტი თმა ამოდის.
თუ სხვადასხვა ტიპის ლაზერული ეპილაცია ერთი პრინციპით მოქმედებს, რა განხვავებაა მათ შორის? რით განსხვავდება დიოდი ალექსანდრიტისა და იაგისგან?
სწორედ შუალედური სიგრძის სხივი არის გარანტი იმისა, რომ კანი არ დაიწვას. რაც უფრო მოკლეა ტალღა, მით მეტია შანსი იმისა, რომ მუქი შეფერილობის კანი დაიწვას. თუ მუქ კანზე ალექსანდრიტს გავაკეთებთ, მისი მოკლე სხივი ვერ მოახერხებს, რომ ჩასცდეს მელანოციტების დონეს და ზუსტად იმ შრეში იმუშავებს, სადაც მელანოციტები არის აქტიურად განლაგებული. შედეგად კი მივიღებთ დამწვრობას.
დამწვრობის თავიდან ასაცილებლად ჩვენ გვჭირდება სხივი, რომელიც გარკვეულწილად ჩასცდება მელანოციტების შრეს. სწორედ ამიტომ არის ხშირი შემთხვევები, როდესაც ალექსანდრიტის ლაზერით ვიღებთ დამწვრობას. ლაზერის ეს ტიპი მასიურად ჩვენი რასისთვის არ არის გათვლილი.